"ალტ ინფოს" აქციას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა გაუგებარია, რა კავშირი აქვს პარტიის გაუქმებასთან "ქართულ ოცნებას". მისივე თქმით, კანონის აღსრულება მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტული საკითხია.
"ყველას აქვს პროტესტის უფლება, გააპროტესტონ, მაგრამ "ქართულ ოცნებას" რას უპროტესტებენ? მათ რა ჰგონიათ, რომ "ქართულ ოცნებაში" მიიღება ასეთი გადაწყვეტილებები?
ამიტომ ვიძახი, ჩვენ მართლა ამაყები ვართ ჩვენი დამოკიდებულებით ყველას და ყველაფრის მიმართ. ყველა მხრიდან გვებრძვიან, მაგრამ ყველასთან მართლები ვართ," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.