"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს დედაენის დღეს ულოცავს.
"1978 წლის 14 აპრილი - კიდევ ერთი გადამწყვეტი ბრძოლა ერის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.
ასეთი დღეები გვახსენებს, რა ძალა აქვს ჩვენს ერთობას და ცხადყოფს, რა არის მთავარი ერის ცხოვრებაში.
გილოცავთ დედაენის დღეს!" - წერს კახა კალაძე.