16 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის დასავლური და კუპიურები ელენე ხოშტარიას ჯიბეში არის ერთმნიშვნელოვნად რუსული - დიმიტრი ხუნდაძე

"გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის დასავლური და კუპიურები ელენე ხოშტარიას ჯიბეში არის ერთმნიშვნელოვნად რუსული," - ეს განცხადება "ხალხის ძალის" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიას ოჯახის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა კიდევ ერთხელ განხორციელდა.

"გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის დასავლური და კუპიურები ელენე ხოშტარიას ჯიბეში არის ერთმნიშვნელოვნად რუსული. თვითონ ეძებს ახლა პასუხს, რომ თითქოს ეს არის სპექტაკლებიდან მოსული ჰონორარი, ან რუსეთიდან კი არა, ბრიტანეთიდან შემოვიდა და მის ჯიბეში ასე აღმოჩნდა - ეს არის შავი ხვრელი, რაზეც ხშირად საუბრობენ ხოლმე, მაგრამ აბრალებენ სხვას და შავი ხვრელები სწორედ მათ აქვთ ჯიბეში," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები