02 მაისი 2024,   03:07
ვრცლად
რუსმა სამხედროებმა, შესაძლოა, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაცია მოაწყონ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

რთული ვითარებაა უკრაინაში. ომში მონაწილე არც ერთი მხარე უკან დახევას არ აპირებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა, შესაძლოა, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაცია მოაწყონ.

"ეს იქნება კიდევ ერთი მორიგი ოპერაცია ყალბი დროშის ქვეშ", - ნათქვამია შეტყობინებაში. ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთმა რამდენჯერმე სცადა პასუხისმგებლობის დაეკისრებინა უკრაინისთვის და აცხადებდა, რომ ატომური ელექტროსადგურის ობიექტებს თავს უკრაინული დრონები ესხმოდნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო წარმომადგენელი კი, ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა უკვე დაკარგა თავისი ხომალდების დაახლოებით მესამედი. დიმიტრი პლეტენჩუკის ინფორმაციით, მოსკოვი ამჟამად საკუთარი სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღდგენას ცდილობს.

დღის ამბები