30 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
33 გარდაცვლილი და 200-ზე მეტი დაშავებული - მასშტაბური წყალდიდობა ავღანეთში

ავღანეთში მასშტაბურ წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა. დაიღუპა 33 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

უხვი ნალექის გამო, სოფლებში ნათესები და სახლები დაიტბორა. განადგურებულია ასობით შენობა.

საერთო ჯამში, ზიანი ქვეყნის 34 პროვინციას მიადგა. ვარაუდობენ, რომ უხვი ნალექი ქვეყანაში კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება.

დღის ამბები