30 აპრილი 2024,   21:09
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ აქ მხოლოდ კანონის განხილვაზეა საუბარი, ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის - ხატია დეკანოიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრის ხატია დეკანოიძის განმარტებით, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიღება-არ მიღებით დასავლეთს და რუსეთს შორის გეოპოლიტიკური არჩევანის გაკეთება ხდება.

მისი თქმით, ოპოზიციამ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეს კანონი ვერ მიიღოს.

"ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ აქ მხოლოდ რაღაც კანონის განხილვაზეა საუბარი. ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის. აქ ძალიან მარტივად დგას საქმე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ ვერ შეძლოს ამ კანონის მიღება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ამ კანონის მიღებით, ხელისუფლება საზოგადოების და ეროვნული ინტერესების საპირისპიროდ დგას.

"ხელისუფლება ამ კანონის მიღებით დგას საზოგადოების საპირისპიროდ და ეროვნული ინტერესების საპირისპიროდ. ხელისუფლება ორიენტირებულია ჩვენი მეგობრების მტრად გამოცხადებით და მათი დაშანტაჟებით ეცადოს გაყალბებული არჩევნების "გაპრავებას". ეს მათ არ გამოუვათ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, როგორ გუშინ აჩვენეს ერთიანობა, იგივე ერთიანობით იქნება არჩევნებამდე ჩვენი ევროპული მომავალი დასაცავი", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღის ამბები