"გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ეხმაურება.
"ერთიანობისა და შეტევის დროა" - წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზიდენტი.
ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებზე ხალხის რაოდენობის გაზრდა და მჭიდრო კოორდინაციაა. მთავარია არ დავიღალოთ და არ შეგვეშინდეს! საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.