16 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
შეაჩერეთ რუსული კანონის განხილვა, შეაჩერეთ განხილვის პროცესი, გაიწვიეთ ერთხელ და სამუდამოდ - თინა ბოკუჩავა

"შეაჩერეთ რუსული კანონის განხილვა, შეაჩერეთ განხილვის პროცესი, არ გამოიტანოთ ეს კანონი არც დღეს, არც ხვალ, არც მომავალ სესიაზე", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"შეაჩერეთ რუსული კანონის განხილვა, შეაჩერეთ განხილვის პროცესი, არ გამოიტანოთ ეს კანონი არც დღეს, არც ხვალ, არც მომავალ სესიაზე, გაიწვიეთ რუსული კანონი ერთხელ და სამუდამოდ. ეს არის კანონი, რომელსაც არ ჰყავს არცერთი მოსარგებლე. ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს ეხება ეს. უნდა უსმენდეთ ქართველ ხალხს, რომლებიც ისევე, როგორც შარშან, წელსაც გარკვევით, ურყევად გეუბნებათ - არა რუსულ კანონს",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები