პარლამენტის პლენარული სხდომა, გუშინდელი დაძაბული საკომიტეტო მოსმენის შემდეგ დღესაც ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებებითა და ურთიერთბრალდებებით გაგრძელდა. მთავარი თემა ისევ "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტია.
"მაცადეთ ლაპარაკი. გააჩუმეთ ახლა ეს ადამიანები, ნუ ხმაურობთ, თორემ მოგიჩენთ ადგილს თქვენც, ნუ იგინები, წესიერად ილაპარაკე" - ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, რომლებიც მას პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დაუპირისპირდნენ.
"რას ერჩით საქართველოს? მართლა რას ერჩით ქართველ ხალხს? ვის ინტერესებს ემსახურებით? ვის ინტერესებში შედის ამ კანონის მიღება? პირველ რიგში არ შედის საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებში, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი დგას ქუჩაში და თქვენ გეუბნებათ, რომ არ მიიღოთ ეს კანონი, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი.
მე მახსოვს ქართველი ხალხი, თქვენ გახსოვთ მარტო თქვენი ინტერესი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.