16 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
ვერ ვნახეთ ვერცერთი მტკიცებულება რა აქვთ დანაშაული ჩადენილი აღნიშნულ მოსამართლეებს - კახა კალაძე მილერის განცხადებაზე

მეთიუ მილერის განცხადებას, რომელიც, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას", პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.

კახა კალაძის განცხადებით, დასანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.

"მიუხედავად იმისა, რომ მოვისმინეთ ეს განცხადებები, ვერ ვნახეთ ვერცერთი მტკიცებულება, რა აქვთ დანაშაული ჩადენილი აღნიშნულ მოსამართლეებს, შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რაიმე ქმედებების განხორციელება, გინდ სამართლებრივად, გინდ ადამიანურად, არ არის მიზანშეწონილი. გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ცდება კანონის ფარგლებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები