16 ნოემბერი 2024,   09:02
ვრცლად
არავის აგენტი არ ვარ და არასდროს მიღალატია ამ ქვეყნისთვის - გელა მთივლიშვილი

საპარლამენტო განხილვის პარალელურად, მეორე დღეა, იმართება საპროტესტო აქცია. საკანონმდებლო ორგანოსთან დღესაც შეიკრიბნენ უცხოური გავლენების შესახებ პროექტის წინააღმდეგ.

პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ინიციატივის გაწვევას ითხოვენ.

პარტიის "ახალი" წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ პროტესტი არ შეწყდება.

"ვერ დამთავრდება ეს ამბავი პასუხის გარეშე. 15 წუთში რომ მიიღონ ეს კანონი, ჰგონიათ, რომ ეს პროტესტი შეწყდება? - რა თქმა უნდა, არ შეწყდება,"- აცხადებს დოლიძე.

საინფორმაციო ცენტრების ქსელის (ICN) რედაქტორი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტმა კანონპროექტი უნდა გაიხმოს.

"არავის აგენტი არ ვარ და არასდროს მიღალატია ამ ქვეყნისთვის. ქვეყანას გვართმევენ და ეს ქვეყანა ყველამ უნდა დავიცვათ. პარლამენტმა ეს კანონი უკან უნდა გაიხმოს,"- აცხადებს გელა მთივლიშვილი.

დღის ამბები