16 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
"პოლიციის უკანონო ბრძანებების დამორჩილების ვალდებულება მოქალაქეებს არ აქვთ, ბავშვები, ცხოველები არ წამოიყვანოთ" - უჩა აბაშიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს

ბლოგერი და აქტივისტი, უჩა აბაშიძე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გასამართი აქციის მონაწილეებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ პოლიციის უკანონო ბრძანებების დამორჩილების ვალდებულება არ აქვთ.

აბაშიძე საპროტესტო აქციაზე წამსვლელ პირებს მოუწოდებს, არ წაიყვანონ ბავშვები და ცხოველები დღევანდელ აქციაზე. ის მოსახლეობას ასევე სთხოვს, არ დაიშალონ და სახლებში ადრე არ წავიდნენ.

“ესე იგი, მეგობრებო

დღეს არის 1-ლი მოსმენით განხილვა პარლამენტში .

შარშანაც - ასე, 1-ლი მოსმენით მიიღეს და მერე-ღა გავიაზრეთ ყველამ, როm არანაირი ფინტი ეს არ იყო, "გვაჩხუბებენ და გაჩერდებიან" არ მოხდა და ა.შ.

სავარაუდოდ, დღესვე უყრიან კენჭს.

მოკლედ, სავარაუდოდ, დღეს არის ის დღე, რომლის მერეც უკან დაბრუნების ვარიანტი აღარ გვექნება.

ისევ "მწვანეს" დააჭერენ, კანონზე, რომელშიც არ წერია, რომელ ქვეყნებს ეხება და რომელ ჩვენს მოკავშირე ქვეყნებს - არ ეხება;

არ წერია, რომელ სფეროებს ეხება მხოლოდ და მეტი არცერთ სფეროს;

და "უცხოური გავლენის" დაბრალების საკმარის მიზეზად, წერია 1/5 ფულისა შემოგდის უცხოეთიდან, გამოძიება და უშიშროება და სასამართლო და დამტკიცება - არ სჭირდებათ;

იმავდროულად - "ეჭვის საფუძველზე" - შეუძლიათ, შემოვიდნენ, გაგიჩერონ ორგანიზაცია, ამოიღონ შენი აპარატურა და მონაცემები "მონიტორინგზე" (მათ შორის პირადი მონაცემები)

და მერეეეე... "ამონიტორონ" რამდენიმე კვირა, სანამ შენ დახურული ხარ და რაღაც ტენდერებზე ვერ გახვედი, რაღაც რეპორტები დააგვიანე.

მერე გეტყვიან, "ა, უი, არ ყოფილხარ აგენტიო".

ააან, გეტყვიან "ყოფილხარ აგენტი და 6 თვეში კიდევ მოვალთო".

(ისედაც მოვლენ, ისევ "ეჭვის გამო", რო რამე).

მოკლედ, დღეს 7-ზე იწყება აქცია.

როცა შეძლებთ, მოდით, მოიკრიბეთ შემართება. აწი, სხვა გზა არაა, ისევ უნდა გვცემონ და წიწაკა გვასხან თვალებში.

მე ვიქნები უფრო "თავისუფლების მეტროს" მხარეს რუსთაველზე.

ბავშვები არ წამოიყვანოთ;

ველოსიპედით არ მოხვიდეთ;

ცხოველები არ წამოიყვანოთ.

აქციიდან წასვლა არ დაიწყოთ 11 საათზე (თუ გინდა, გვიან მოდით, ოღონდ დარჩით 12-მდე პირველამდე, დაშლა იწყება მაგ დროს ხოლმე და ხალხი რო მიდის, მერე "ყველა მიდის").

წამოიღეთ - ზურგჩანთით:

წყალი(ბევრი);

პირბადეები ან ბენდენები ან რამე;

სათვალეები (ძაან შველის წიწაკას).

შეგახსენებთ მთავარ სტრატეგიას (და ერთადერთ, დაუმარცხებელს):

რო გვიტევენ, სახლში არ მოვდივართ.

ანუ გადავდივართ გვერდით ქუჩაზე და ვაგრძელებთ.

ეგრე განეწყვეთ, ხო ნუ, გვესვრიან, დაგვიშენენ - გადავალთ გვერდით ქუჩაზე.

ყოველი შემდეგი მოწყობისთვის და მწყობრად წამოსვლისთვის - რამდენიმე საათი უნდათ.

ასევე ეფექტურია, თუ ბევრნი ვიქნებით - ორივე მხრიდან დადგომა მათ გარშემო, მაშინ ვეღარ მოძრაობენ საერთოდ (მარა ორივე მხრიდან ბევრი ხალხი უნდა იყოს, რო ვერანაირმა წყლის მანქანამ და მომარაგების-მინიბასმა შიგნი წიწაკებით, ვერ გაიაროს)

გავიმეორებ: რო გვშლიან, სახლში არ გარბიხართ.

გადადიხართ სხვა ქუჩაზე და აგრძელებთ.

ძალადობას არ ვიწყებთ, თუ ვინმე ჩვენიანი ძალადობს - აჩერებთ (ბოლობოლო ვინმე პოლიციელს ეძახით - შემოგზავნილია დააკავეთო).

ძალიან მნიშვნელოვანი "დანის წვერი" - არის რო ვიდეოზე გადაიღოთ და მრავალჯერ დააფიქსიროთ - რო ძალადობა წამოვიდა მათგან და მხოლოდ ამის მერე, დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რამდენადაც ხიფათის ქვეშ გრძნობთ თავს

ასევე - თქვენ გაქვთ უფლება, და ვალდებულება - დაიცვათ სხვა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმზე.

პოლიციის უკანონო ბრძანებების დამორჩილების ვალდებულება მოქალაქეებს არ აქვთ.

ასევე პოლიციისგან უკანონო ძალადობის არ მოგერიების ვალდებულებაც არ აქვთ მოქალაქეებს.

თუ პოლიციელი უკანონოდ გცემს და ჯანმრთელობას გიზიანებს - უფლება გაქვს, შეუბრუნო ხელი და უარესად სცემო დაჟე (ძალის პროპორციულობა არ მოგეთხოვება მოქალაქეს, როცა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეს გრძნობ პროფესიონალის მხრიდან).

მაგრამ!!!

ხაზი გაუსვით

აუცილებლად ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, და უნდა ვერცერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ტელევიზიამ - ვერ თქვას რო "ჩვენ დავიწყეთ", ამიტომ ჯობია 3-ჯერ მოითმინოთ და 3-ჯერ დააფიქსიროთ კამერაზე, სანამ პასუხს გასცემთ.

ასევე - თუ სადღაც სხვაგან, მიტინგზე - ვინმე არღვევს კანონს, მე ეგ არ მხდის დამნაშავედ - და ჩემს წინააღმდეგ ძალის გამოყენება - ისევ უკანონოა და არ აძლევს იმათ მოქმედების უფლებას.

თუ ვინმე კანონს არღვევს - დააკავონ.

მარა როცა თვითონ ასრულებენ უკანონო ბრძანებას - ვალდებული არიან, არ შეასრულონ (არათუ უფლება აქვთ არ შეასრულონ).

და თუკი მაინც ასრულებენ, მერე ჩვენ გვაქვს უფლება, არ დავემორჩილოთ უკანონო ბრძანებას.

ააან, თუ ძალადობით ცდილობენ გვაიძულონ - და გზაში ჯანმრთელობის ხიფათს ვგრძნობთ (სულერთია რამდენად გვიზიანდება პროცესში, მე ვგრძნობდი, რო დამიზიანდება - საკმარისია) - გვაქვს უფლება, თავი დავიცვათ, პოლიციის მიერ არაკანონიერი ძალის გამოყენებისას.

მააააააგრამ! ვიმეორებ!!!

თუ არაფერს არ იზამენ, ჩვენ არაფერი არ უნდა ვქნათ!!!

ელაპარაკეთ ერთმანეთს, შეაჩერეთ "პადჟიკაწელები".

თუ ისინი არ დაგვიწყებენ "გაყრას" აქციიდან, დაკავებას - არაფრის ჩადენის გამო.

წიწაკას/წყალს/მახრჩობელა ბოლს - არაფრის გამო,

და პროსტა იდგებიან,

ჩვენც პროსტა ვიდგებით.

უბრალოდ, რაც უფრო მეტი ვიდგებით - უფრო მოუწევთ "ჩაჩოჩება".

და ვოზდუხ ობში - არანაირი კანონიერი უფლება არ აქვთ, არ მოგვცენ დგომის საშუალება, აქაც, 5 მეტრით იქეთაც, და იმის იქეთაც.

ყველაფერი ეგ მათი მოქმედებების, უკანონობის ზღვარზე სიარულია. შეუტიეთ ამაზე და გაუტრაკეთ.

7-ის მერეა აქცია, ვიმეორებ, სახლებში "მალე" წასვლას - ჯობია დააგვიანეთ მოსვლა” - წერს უჩა აბაშიძე.

დღის ამბები