16 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დღეს უკვე პარლამენტის სხდომიდან ცდილობდა, ოპონენტებისთვის კანონპროექტის არსი აეხსნა - რა ხდება პარლამენტში და რას ამბობენ ოპონენტები კანონზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, წინა დღეების მსგავსად, დღეს უკვე პარლამენტის სხდომიდან ცდილობდა ოპონენტებისთვის კანონპროექტის არსი აეხსნა და მათი პოზიციებისთვის საკუთარი არგუმენტები დაეპირისპირებინა.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა თავიდანვე განაცხადა, რომ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს ვერ შეუშლის, რადგან გამჭვირვალეობაა ის მთავარი ღირებულება, რომელზეც ევროპა დგას.

მთავარი მოხსენების დასრულების შემდეგ, სხდომა კითხვა პასუხის რეჟიმში გადავიდა. ოპოზიციის ნაწილი ითხოვდა პასუხს იმაზე, რატომ არ მოსწონთ კანონპროექტი ევროპელ და ამერიკელი პარტნიორებს და რატომ აქვს მას დადებითი შეფასება რუსეთისგან. განხილვა დღესაც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ხმაური მოჰყვა დარბაზში პაატა მანჯგალაძის კითხვაზე პასუხსაც. მაჯგალაძემ კონკრეტული ქვეყნების ჩამოთვლა ითხოვა, სადაც ანალოგიური კანონებია, მომხსენებელმა კი, ევროკავშირთან ერთად, საფრანგეთის მაგალითი მოიყვანა.

სწორედ ფრანგულ მოდელს უკავშირდებოდა კითხვა, რომელიც მდინარაძეს თამარ კორძაიამ დაუსვა. პასუხს, ამ შემთხვევაშიც, ოპოზიციის რეაქცია მოჰყვა.

ოპოზიცია სხდომის ჩაშლის მცდელობაში დღესაც დაადანაშაულეს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, სწორედ ამ მიზანს უკავშირდებოდა მათი ნაწილის ადგილიდან შეძახილები.

საკითხის განხილვასთან ერთად, ხმაური დარბაზში ოპოზიციისთვის წარსულის შეხსენებამაც გამოიწვია.

რატომ უნდა იყოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიღებული, ეს მმართველი პარტიის წევრებმა კიდევ ერთხელ განმარტეს.

დეპუტატებმა კანონპროექტი, პირველი მოსმენით, სესიაზე დღეს გაიტანეს.

დღის ამბები