პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაწყებული ხმაურის შემდეგ, კამათი და დაპირისპირება დარბაზის გარეთაც გაგრძელდა. დერეფანში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გიორგი ბოტკოველს, გიორგი ვაშაძესა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის. ვითარება მანდატურებმა განმუხტეს.