16 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია საავტომობილო გზა. საპროტესტო აქციას, მოპედებისა და ბაიკების კოლონაც შეუერთდა. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, მმართველ გუნდს მოუწევს კანონპროექტის უკან გაწვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არჩევნებში დამარცხდებიან.

"პროცესები როგორ გაგრძელდება ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს. მათ მოუწევს ამ კანონის უკან გაწვევა, თუ არა და არჩევნებზე დამარცხდებიან ქართველი ხალხის არჩევანის საფუძველზე", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ამდენი ადამიანის წინააღმდეგ წასვლა, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავს.

"ამდენი ადამიანის საწინააღმდეგოდ მოქმედება ნიშნავს იმას, რომ მოქმედებ შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ეს პროტესტი არ შეწყდება. საბოლოო ჯამში, ყველაფრის პასუხი, იქნება არჩევნებზე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები