პრეზიდენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების შესახებ კანონებს ვეტო დაადო. შეფასებები უკვე გაკეთდა პარლამენტში. დეპუტატების ნაწილი არ ეთანხმება პრეზიდენტის პოზიციას.
"ეს ოპოზიციის წინადადება იყო, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. საუბარია იმაზე, რომ თითოეულ პარტიას საკუთარ პარტიულ სიაში შეუძლია რამდენიც უნდა ისე გაითვალისწინოს გენდერული კვოტა. ეს ვეტო არის ვეტოსთვის, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი პერმანენტულ ოპოზიციაში უდგას პარლამენტს და საერთოდ ყველაფერს, აქედან გამომდინარე კი, ესეც არის ამ პერმანენტული ოპოზიციის დამადასტურებელი ვეტო. ბუნებრივია, ეს ვეტო დაიძლევა," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
“ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი კი თვლის, რომ კვოტირების საკითხი დისკრიმინაციულია, ქალების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში არ უნდა იყოს სავალდებულო და მთავარი ფაქტორი პროფესიონალიზმი უნდა გახდეს.
"როდესაც ქალი არის პარლამენტში და გრძნობს, რომ მხოლოდ იმიტომ არის პარლამენტში, რომ კანონმა შეიყვანა, არის დისკრიმინაციული. ამიტომაც მივიჩნევთ, რომ ეს არის მიუღებელი. კვოტირება არ არის საჭირო. ჩვენ ქალის პატივისცემა ყველგან ვიცით, მათ შორის პოლიტიკაში. რაც შეეხება ზურაბიშვილის ბოდვით გამონათქვამებს, საზოგადოება მიჩვეულია, რომ ეს ადამიანი არაფერში არ არის ადეკვატური. ერთადერთი თავისი პატრონები რომ ეტყვიან მერე კეკლუცობს და იყენებს ამ ვეტოს," - აღნიშნა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა.