16 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
მოვედით სპეციალურ საგამოძიეო სამსახურში, აბსოლუტური ფორმალობა გველის აქ და იქნება წყალწყალა პროცედურა - ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფება. დეპუტატის განცხადებით, ის გამომძიებლებს პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ კონკრეტულ სამხილებს წარუდგენს და ჩვენებას მისცემს.

ელისაშვილის თქმით, მას აქვს არაერთი ფიზიკური დაზიანება, მათ შორის, ნეკნის მოტეხილობა.

"მოვედით სპეციალურ საგამოძიეო სამსახურში, აბსოლუტური ფორმალობა გველის აქ და იქნება წყალწყალა პროცედურა, ვითომ ვინმეს დაკავება უნდათ და ამათი გამოძიებული არ გაიშვას ზოგადად. 

მე ვარ ადამიანი, რომელიც კანონს პატივს სცემს იმიტომაც მოვედი აქ.

რამის გამოძიება თუ უნდათ, კადრებია, სადაც სახეები ჩანს, არავის დაკავება იქ არ ხდებოდა, ეს იყო გაჩაღებული ცემა-ტყეპა და სადამსჯელო ოპერაცია," - აცხადებს ელისაშვილი. 

დღის ამბები