16 ნოემბერი 2024,   09:01
ვრცლად
იმის მაგივრად, ყველას მოუწოდონ, ჟურნალისტებს ხელი არ შეუშალონ სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ - კახა კალაძე ოპოზიციონერებზე

აქციის დროს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებზე ისაუბრა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, განსხვავებული აზრის გამო, ჩაგვრა და შეურაცხყოფა, ევროპული ღირებულებებისგან შორსაა.

"ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. არ შეცვლილან, ისინი ხელისუფლებაშიც იმავეს აკეთებდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღეს ამის რესურსი აღარ გააჩნიათ და რისი შესაძლებლობაც აქვთ, ყველაფერს აკეთებენ - ეს იქნება ფსიქოლოგიური ძალადობა, ბულინგი. ნახეთ, რა მესიჯებს სწერენ მსახიობებს, ფეხბურთელებს. იმის მაგივრად, რომ მოუწოდონ, არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ. შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი გვქონდეს, ამის გამო ცხვირ-პირი უნდა დავუმსხვრიოთ ერთმანეთს? ეს არ არის ევროპული ღირებულებები,"- აცხადებს თბილისის მერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე.

დღის ამბები