08 ოქტომბერი 2024,   20:39
ვრცლად
რუსული ავიაბაზის განთავსების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა მინსკში

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში რუსული ავიაბაზის მათი ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსების წინააღმდეგ ასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მოუწოდებენ, უარი თქვას ბაზის გახსნაზე, რაც, მათი თქმით, ომში ჩართვის ტოლფასია.

ვლადიმერ პუტინმა ბელარუსში სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ უკრაინის კონფლიქტის ფონზე და სირიის საჰაერო ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაცხადა. ეს პირველი რუსული ავიაბაზა იქნება ბელარუსში საბჭოთა კავშრის დაშლის შემდეგ.

დღის ამბები