16 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია, მაგასაც დამტკიცება უნდა, ვინც ამას ვერ ახერხებდა, საშემოდგომო ყვებოდა - მიუღებელია, ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით - ბრეგაძე

ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო რომ შენს, წნეხის, ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, რატი ბრეგაძე აღნიშნავს, რომ "დასაბუთებული აზრის პატივისცემა არის ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედი":

"სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია მაგასაც დამტკიცება უნდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა, საშემოდგომო ყვებოდა.

ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის, ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია.

დასაბუთებული აზრის პატივისცემა არის ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედი. არგუმენტების ჭიდილი შობს სიმართლეს და არა იმის უპირობო განცდა, რომ ჭეშმარიტების მონოპოლია შენ გეკუთვნის," - წერს რატი ბრეგაძე.

დღის ამბები