16 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას "გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ

მოძრაობების - "ჯიუტი" და "დაფიონი" ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილეები, მსვლელობით, გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გმირთა მემორიალთან მათ დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიაღებინებენ.

"არასოდეს დავთმობთ მოქალაქის თავისუფლებას, არასოდეს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის, დათმობას ცდილობს. დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს მამულსა და ერთობლიობას. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან საქართველოს“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა ფიცის დადებისას.

აქციის მონაწილეები გმირთა მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც მათი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტს გააგრძელებენ.

აქციის მონაწილეები დღეს თავდაპირველად პარლამენტთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, მსვლელობით, იუსტიციის სახლისკენ გაემართნენ. შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გმირთა მოედანზე მივიდნენ, სადაც ფიცი დადეს.

 

დღის ამბები