16 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
დონალდ ტრამპის სასამართლოს მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა

37 წლის ფლორიდელმა მაქსველ აზარელომ, იმ სასამართლოს წინ, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პროცესი მიმდინარეობდა, თავი დაიწვა. შემთხვევიდან მალევე, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტრაგიკული ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალური ქსელით და ტელევიზიით გავრცელდა.

პოლიციის ინფორმაციით, თავის დაწვამდე, მამაკაცმა ბუკლეტები მიმოფანტა, რომელიც ანტისამთავრობო შეთქმულების თეორიებს შეიცავდა.

"შუადღის 01:30 საათზე პარკში დავინახეთ მამაკაცი, რომელმაც ჩანთიდან ამოიღო უამრავი ბუკლეტი და ირგვლივ მიმოფანტა. შემდეგ ამოიღო კონტეინერი, საიდანაც რაღაც სითხე თავზე გადაისხა და ცეცხლი მოუკიდა," - ნათქვამია ნიუ-იორკის პოლიციის განყოფილების უფროსის განცხადებაში.

ირგვლივ მყოფმა მოქალაქეებმა ცეცხლის ჩაქრობა და მამაკაცის გადარჩენა სცადეს, თუმცა ვერ შეძლეს. 19 აპრილს მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები