მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ქვეყნის ევროინტეგრაციასა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია და ამ ორ ქვეყანას საერთო ევროპული ღირებულებები აკავშირებს.