პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მორიგი მოთხოვნა - მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიას ბორდის თავმჯდომარეობას სთხოვს, მოადგილედ კი სოფო ჯაფარიძეს აცხადებს.
სააკაშვილი მზად არის, პოლიტიკურ პროცესებში კიდევ უფრო გააქტიურდეს და საკუთარ გეგმებზე "ფეისბუქის" გვერდზე წერს. მანვე ითხოვა არჩევნებზე საერთო სიის შექმნაც, სადაც, ლიდერად და პირველ ნომრად, ასევე სოფო ჯაფარიძეს ხედავს.
"ნაციონალური მოძრაობის" წვერი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ სწორედ ერთიანობაა საზოგადოების დაკვეთა.
"ძალიან მნიშვნელოვანია დღეს მაქსიმალური კონსოლიდაცია, ერთიანობა. ეს არის სწორედ საზოგადოებრივი დაკვეთა. ვფიქრობ, რომ ეს მაგალითი უნდა იყოს ძალიან ბევრი სხვა პარტიისთვის, რომ ასევე გვერდზე გადადონ პიროვნული თუ ვიწროპარტიული ინტერესები და იფიქრონ იმ მთავარ დაკვეთაზე, რაც არსებობს საზოგადოებაში და ეს არის ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.