"სააკაშვილს უნდა, იმ როლიდან გამოვიდეს, რომელიც მას მიუჩინეს, როგორც ავადმყოფს. ახლა ხედავს, რომ თამაშის მიღმა დარჩა და პოზიციების დაბრუნებაზე, პოლიტიკურ ლიდერობაზე ფიქრობს," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობას" მიხეილ სააკაშვილის ლიდერად დაბრუნება არ აწყობს.
"უცხო ქვეყნის მოქალაქე, სრულიად არაადეკვატური პიროვნება აცხადებს, რომ პარტიას უნდა ჩაუდგნენ სათავეში ის და სოფო ჯაფარიძე - პიროვნება, რომელმაც ნახევარი საქართველოს მოხუცებს დააცალა კბილები. რეალურად, სააკაშვილს უნდა იმ როლიდან გამოვიდეს, რომელიც მას მიუჩინეს, როგორც ავადმყოფს. ახლა ხედავს, რომ ახლა ის თამაშის მიღმა დარჩა და პოზიციების დაბრუნებაზე, პოლიტიკურ ლიდერობაზე ფიქრობს.
მაგრამ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" არ აწყობს სისხლიანი სააკაშვილი, ვინაიდან ისინიც გაიგივებულები არიან ამ სისხლთან და უბედურებასთან, რომელიც მან დააწია ქვეყანას. ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა მოწმე იმ არაადეკვატურობისა, რომელიც ამ ლიდერს და იმ მოძრაობას აქვს, რომელსაც "კოლექტიური ნაცმოძრაობა" ეწოდება,"- აცხადებს გია ვოლსკი.