მამუკა მდინარაძის განცხადებით, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ვინც საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგება, სუბიექტურები არიან.
მამუკა მდინარაძემ, ასევე, ახალგაზრდებს მოუწოდა, წაიკითხონ კანონი და თუკი რაიმე რუსულს ნახავენ, ამაზე სერიოზულად იმსჯელებენ:
"ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რომ დიახ, ეს კანონი არ უნდა მიიღოთ, ისინი ყველანი ტყუიან? - კი არ ტყუიან, პირდაპირ ვამბობ, გადაჭარბების გარეშე, ეს ქვეყნები, რომლებიც აფიქსირებ პოზიციას, არიან სუბიექტურები. სუბიექტურად, არცერთ ქვეყანას არ მოსწონს, არცერთ ქვეყანაში ასეთი კანონის არსებობა. თუნდაც მათივე სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, არავის აწყობს ისრაელის კანონი ისრაელის გარდა, რადგანაც თავისი ინტერესების გამტარი NGO სექტორის წარმომადგენელი, იქ ნაკლებად აღჭურვილია მეტი მექანიზმებით, რომ გაატაროს სხვა დონორი ორგანიზაციების ინტერესები.
ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ წაიკითხონ კანონი და თუკი რაიმე რუსულს აღმოაჩენენ, ერთი არგუმენტი გვითხრან და ამაზე ძალიან სერიოზულად ვიმსჯელებთ,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
მომავალი კვირიდან, საკანონმდებლო ორგანოში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ, კანონპროექტის განხილვა განახლდება. ჯერი მეორე მოსმენაზეა, პროცედურა კი მუხლობრივ განხილვას ითვალისწინებს.