16 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
"ქართული ოცნება" ნიშნავს მშვიდობასა და სტაბილურობას - მიხეილ სააკაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა" ნიშნავს ომს, ნგრევასა და უბედურებას - ღარიბაშვილი

"ქართული ოცნება" ნიშნავს მშვიდობასა და სტაბილურობას - მიხეილ სააკაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა" ნიშნავს ომს, ნგრევასა და უბედურებას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა სააკაშვილის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ წინასაარჩევნოდ უნდა ჩამოყალიბდეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საერთო პოლიტიკური სია და პირველი ნომერი სოფო ჯაფარიძე უნდა იყოს.

ღარიბაშვილმა აღნიშნულს არასერიოზული კაცისგან არასერიოზული შემოთავაზება უწოდა.

"არ არის საინტერესო - ჩემთვის საინტერესოა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს სწორი მიმართულებით განვითარება და ეს გზა არ შეიცვალოს.

თეორიულად რომ ვინმემ დაუშვას, რომ დღეს ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" რომ არ ყოფილიყო, პირდაპირ ვთქვათ - უკრაინაში ომის დაწყების დროს რომ ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი ან ნიკა გვარამია ან ნებისმიერი, მათი სატელიტი ხაზარაძე და სხვა, დღეს შესაძლოა, ქვეყანა აღარ გვქონოდა, მეგობრებო. პირდაპირ, მთელი ძალით ქვეყანას ომში შეიყვანდნენ და ქვეყანას დაანგრევდნენ.

"ქართული ოცნება" ნიშნავს მშვიდობასა და სტაბილურობას - მიხეილ სააკაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა" ნიშნავს ომს, ნგრევასა და უბედურებას,"- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები