საქართველოს პარლამენტი "პაბსეკის" სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს.
კაჭრეთში გამართულ 63-ე სხდომაზე, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მეზურნიშვილმა ყურადღება საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა "პარლამენტების როლი კულტურათაშორისი დიალოგისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში". განიხილეს მოხსენებისა და რეკომენდაციის პროექტები, რომელსაც გენერალური ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, მიმდინარე წლის მაისში, ტირანაში მიიღებენ.