03 მაისი 2024,   21:53
ვრცლად
აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას განაახლებს - შტატების წარმომადგენელთა პალატამ კიევის დასახმარებლად 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა

 

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, უკრაინისთვის პირდაპირი თუ ირიბი დახმარების მიზნით, 61 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ, - ამის შესახებ BBC წერს.

პროცედურის თანახმად, დოკუმენტი ხელახლა უნდა დაამტკიცოს სენატმა, შემდეგ კი კანონს ხელი ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. დოკუმენტზე ხელმოწერის პირობა აშშ-ის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ დადო.

ოფიციალური პროცედურების დასრულების შემდეგ, აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების განახლებას კვლავ შეძლებს.

დღის ამბები