აზიის განვითარების ბანკი საქართველოში არსებულ მდგომარეობას აკვირდება, ვინაიდან პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა სასურველი კეთილდღეობის მნიშვნელოვანი საფუძველია - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასა-ცუგუ ასაკავამ განაცხადა.
მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკი თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდეს სიღარიბეს, თუ სხვა საკითხებს.
"აზიის განვითარების ბანკი "უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე კომენტარს არ უნდა აკეთებდეს და ვერ გააკეთებს, მაგრამ ბანკი აკვირდება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ვინაიდან პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა სასურველი კეთილდღეობის მნიშვნელოვანი საფუძველია. ქვეყნის მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებრივი ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. აზიის განვითარების ბანკი თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომ ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდეს სიღარიბეს, თუ სხვა საკითხებს. თავისთავად გვესმის, რამდენად კრიტიკულია როგორც მთავრობასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, რომ გაიზარდოს როგორც გამჭვირვალობა, ასევე ადგილობრივ დონეზე საკითხის გადაჭრის შესაძლებლობები. ამით მივაღწევთ მდგრად, მედეგ საზოგადოებას მომავლისთვის. ვაფასებთ პარტნიორობას და იმ საექსპერტო ცოდნას, რომელსაც მხარეებისგან ვიღებთ," - აცხადებს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი.