პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ამოფარებულია ახალგაზრდებს და მათ სურთ, რომ ახალგაზრდების ზურგს უკან მიაღწიონ თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზანს.
მისი თქმით, ოპოზიციას ამ კანონის საწინააღმდეგო არანაირი არგუმენტი არ გააჩნია.
"სამწუხაროდ, დღეს, ოპოზიცია ამოფარებულია ახალგაზრდებს და მათ სურთ, რომ ახალგაზრდების ზურგს უკან მიაღწიონ თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზანს. ვფიქრობ, როგორც აქამდე, ოპოზიცია არანაირ დისკუსიაში არ შევა ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ არანაირი არგუმენტი ამ კანონის საწინააღმდეგო არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ისევ მოგვიწევს მუხლობრივად და პუნქტობრივად გავლა. თუ ვინმეს, თუნდაც არასამთავრობო სექტორიდან გაუჩნდება რაიმე არგუმენტი ან რაიმე აზრი ამ კანონპროექტთან გამოსახატი, რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ, რომ მათ მოვუსმინოთ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.