04 მაისი 2024,   02:20
ვრცლად
ისრაელმა, ლიბანის სამხრეთ ნაწილში, "ჰეზბოლას" რამდენიმე ობიექტზე იერიში მიიტანა - დაიღუპა რვა ადამიანი, მათ შორის, ექვსი ბავშვია

ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ღამით, ლიბანის სამხრეთ ნაწილში, სამ რაიონში დაჯგუფება "ჰეზბოლას" რამდენიმე ობიექტს დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი თავდასხმის სამიზნე ტაირ ჰარფაში, ტერორისტული ჯგუფის ერთ-ერთ ობიექტზე, "ჰეზბოლას" წევრი იყო. ქალაქ რაფაჰზე შეტევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი ბავშვია. არიან დაშავებულებიც. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

შეგახსენებთ, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ისრაელისთვის 26,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფის კანონპროექტს მხარი დაუჭირა . კანონპროექტი ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებებს, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემების შევსებას ითვალისწინებს.

დღის ამბები