საპროტესტო აქციებზე გაჟღერებულ სლოგანებს ანტიეროვნულს, ანტისახელმწიფოებრივსა და ანტიქართულ კამპანიას უწოდებენ "ქართულ ოცნებაში".
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გარკვეული ჯგუფები, ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობას არა შემთხვევით არამედ მიზანმიმართულად ებრძვიან, რაც მიუღებელი და დაუშვებელია.
საუბარია მოძრაობა “ჯიუტისა“ და “დაფიონის“ ორგანიზებით გამართული აქციაზე, რა დროსაც პროტესტის მონაწილეებმა ფიცის დადების დროს - "ენა, მამული, სარწმუნოება" - სიტყვა სარწმუნოება ერთობით შეცვალეს.
დღესვე პლაკატები წარწერით მამული, ენა სარწმუნოება დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გამოჩნდა
"ეს არ არის შემთხვევითი. ამით მოხდა იმის აღიარება, რომ გარკვეული ჯგუფები ებრძვიან იმ მემკვიდრეობას, რაც ილია ჭავჭავაძისგან გვაქვს. ვხედავთ, ისინი ესხმიან თავს ეკლესიას, მტრობენ სახელმწიფოს და საზოგადოებას. უკვე არაფერი გვიკვირს. ცხადი ხდება საიდან მოდის ეს ანტი ქართული, ანტი სახელმწიფოებრივი და ანტი ეროვნული კამპანია. ამას უფრო შორს მიმავალი მიზნები აქვს. ცხადია, ის ღვთაებრივი საუნჯე, რაც ილიამ გვითხრა და ამით თაობების მისია გაახმოვანა, ეს არის თითოეული ქართველის უცვლელი. მისთვის ხელის ხლება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წასვლას", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.