03 მაისი 2024,   23:35
ვრცლად
მექსიკაში, წინასაარჩევნოდ მერობის ორი კანდიდატი მოკლეს

მექსიკაში, წინასაარჩევნოდ მერობის ორი კანდიდატი მოკლეს. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი მერობის კანდიდატი ნოე რამოსია, ის საარჩევნო მარათონის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. პოლიცია დამნაშავეს ეძებს.

მოკლული მერობის მეორე კანდიდატი ალბერტო ანტონიო გარსიაა. სახელმწიფო პროკურორის ინფორმაციით, ის მეუღლესთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. გარსია პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა, ხოლო მისი მეუღლე ცოცხალია.

მედიის ინფორმაციით, 2024 წლის საყოველთაო არჩევნებში მონაწილე მოკლულ პოლიტიკოსთა რიცხვმა 17-ს მიაღწია.

დღის ამბები