საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ევროპარლამენტარი - ანდრიუს კუბილიუსი ეხმაურება.
ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. ოთხი თვის შემდეგ კი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის.