16 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
იმ ადამიანების სიტყვები და პოზიციები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" მფარველობენ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია - რატი იონათამიშვილი კუბილიუსზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა და მას სპეკულაციური უწოდა.

იონათამიშვილის თქმით, იმ ადამიანების სიტყვები, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" მფარველობენ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია და საზოგადოებისთვის არანაირი ფასი არ გააჩნია.

"ცხადია, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა ხანგრძლივი გზაა და ამას ეტაპობრივად სჭირდება პროგრესი, რაც ყოველ ნაბიჯზე უზრუნველყოფილია "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ. როდესაც ამ საკითხზე სპეკულაციურად გამოდიან ის ადამიანები, რომლებიც კრებით კუბილიუსებად არიან ცნობილი ჩვენს ქვეყანაში, ანუ ადამიანები, რომლებიც საქართველოს კი არ გულშემატკივრობენ, არამედ საქართველოში კრიმინალურ სინდიკატს - "ნაციონალურ მოძრაობას" მფარველობენ, მათი სიტყვები და პოზიციები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათ სიტყვებს საზოგადოებისთვის არანაირი ფასი არ გააჩნია. ეს ადამიანები ყოველი პროგრესის დროს ხელს უშლიდნენ საქართველოს ევროინტეგრაციას და მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ევროპარლამენტში, თუმცა არაფერი გამოუვიდათ, რადგან ჩვენი ქვეყანა დამსახურებულად და ღირსეულად მიდის წინ ევროინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, კუბილიუსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. ოთხი თვის შემდეგ კი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის.

 

დღის ამბები