16 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო პროექტს, რომელიც კრძალავს ლგბტ პროპაგანდას ჩვენი საზოგადოების მაღალი ჩართულობა ჰქონდეს - რატი იონათამიშვილი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო პროექტს, რომელიც კრძალავს ლგბტ პროპაგანდას ჩვენი საზოგადოების მაღალი ჩართულობა ჰქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო განხილვის მეშვეობით, ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრის გაგება იქნება შესაძლებელი.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო პროექტს, რომელიც კრძალავს ლგბტ პროპაგანდას ჩვენი საზოგადოების მაღალი ჩართულობა ჰქონდეს და ამის ძალიან კარგი გზა არის სახალხო განხილვები, რომელიც ხვალიდან დაიწყება და ჩატარდება რეგიონებში. ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პირისპირ ვესაუბროთ ჩვენ მოქალაქეებს, მოვისმინოთ მათი აზრი. ვინც ვერ ბედავს მოსვლას და საზოგადოებასთან უშუალო დიალოგის გამართვას, ცხადია მათ პოლიტიკურ კარიერას ძალიან დიდი საფრთხე უდგას", - განაცხადა იონათამიშვილმა.

დღის ამბები