29 აპრილს, პარლამენტთან, "ქართული ოცნების" ინიციატივით, საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება.
შეკრებასთან დაკავშირებით ისაუბრა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ამ საქმეში მთელი საქართველოს მხარდაჭერის იმედი აქვს.
"29-ში არის შეკრება, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება. საქართველომ უნდა აჩვენოს თავის ძალა, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ეროვნულობას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასა და სწორ, ქართულ, მყარ ეროვნულ კურსს. ამაში თქვენი და მთელი საქართველოს მხარდაჭერის იმედი გვექნება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.