16 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
პოლონეთი მზად არის, საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს

პოლონეთი მზად არის, საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს, თუკი NATO ამას გადაწყვეტს რუსეთის მოქმედებების საპირწონედ, რომელიც ბელორუსსა და კალინგრადში შეიარაღებას აძლიერებს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ისაუბრა.

პოლონეთს, რომელიც NATO-ს წევრია და, ამავდროულად, მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, საერთო საზღვარი აქვს როგორც კალინგრადის ოლქთან, ისე რუსეთის მოკავშირე ბელორუსთან.

"თუ ჩვენი მოკავშირეები გადაწყვეტენ განათავსონ ბირთვული იარაღი ჩვენს ტერიტორიაზე, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ“, - თქვა დუდამ გაზეთ Fakt-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ "რუსეთი სულ უფრო მეტად აძლიერებს კალინინგრადის მილიტარიზაციას, ხოლო ბოლო დროს მან თავისი ბირთვული იარაღი ბელორუსში გადაიტანა".

2023 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ ბირთვული იარაღი უკრაინისა და პოლონეთის მოსაზღვრე ქვეყანაში, ბელორუსში გაგზავნა.

წყარო: The Guardian

დღის ამბები