29 აპრილს, პარლამენტთან, "ქართული ოცნების" ინიციატივით, საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება.
გავრცელდა პარტიის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სოციოლოგიური კვლევებით, დღეს “ქართული ოცნების“ რეიტინგი 60%-ს აჭარბებს, ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას კი რომელიც ბარიერის გადალახვას ახერხებს, მხოლოდ 12%-ანი რეიტინგი აქვს.
“ამ ფონზე, პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი "ენჯეოები" და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც ჩვენი მხარდამჭერების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს. ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას." - წერია განცხადებაში.