16 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
29 აპრილს ყველას ვიწვევთ, რომ მოვიდნენ რუსთაველზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ამ კანონთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით - შალვა პაპუაშვილი

"როცა ჩვენ ვსაუბრობთ მოსახლეობის უმეტესობაზე, ეს უმრავლესობა ვერ იქნება გაჩუმებული. ამიტომ, 29 აპრილს ყველას ვიწვევთ, რომ მოვიდნენ რუსთაველზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ამ კანონთან და იმ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებასაც ცდილობენ,"- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ასეთი აქციის მოწყობა, რადგან ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

"როდესაც ვხედავთ, როგორც ცდილობს ოპოზიციის ნაწილი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას, ცდილობს ითამაშოს მათ ემოციებზე მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სწორედაც რომ ითხოვს უფრო მეტ ინფორმაციას და უფრო მეტის ცოდნას ამ სექტორებთან დაკავშირებით. ამიტომაც გადაწყდა, რომ გაიმართოს აქცია, სადაც ჩვენი მოქალაქეები გამოვლენ და დააფიქსირებენ თავის პოზიციას ამასთან დაკავშირებით. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლება, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მოსახლეობის უმეტესობაზე, ეს უმრავლესობა ვერ იქნება გაჩუმებული. ამიტომ, 29 აპრილს ყველას ვიწვევთ, რომ მოვიდნენ რუსთაველზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ამ კანონთან და იმ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებასაც ცდილობენ,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები