16 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიასაშუალებები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან ხვდებიან „FARA-ს“ რეესტრში და არიან ფინანსური ანგარიშგების ვალდებულები - რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს აღებული გვაქვს „FARA-ს“ პრაქტიკიდან

ამერიკის შეერთებულ შტატებში მედია საშუალებები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან ხვდებიან „FARA-ს“ რეესტრში და არიან ფინანსური ანგარიშგების ვალდებულები. შესაბამისად, ის ერთადერთი არგუმენტი, რაც მე თქვენგან მოვისმინე, არის აბსოლუტურად ცრუ ნარატივი რუსეთთან მიმართებაში, იმიტომ, რომ რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს აღებული გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ანუ „FARA-ს“ პრაქტიკიდან, - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას “გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, “გამჭვირვალობის შესახებ“ ქართულ კანონში არცერთი აკრძალვა არ არის.

“პირველ ხანებში ჰქონდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მთელი რიგი აკრძალვები, მათ შორის, აშშ-ში აკრძალვებია, ფრანგულ კანონმდებლობაშიც აკრძალვებია, არცერთი აკრძალვა ქართულ კანონში არ არის და თქვენ იტყუებით ყველა ჯერზე, როდესაც ამას ლაპარაკობთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები