16 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
ნუ დავაბრალებთ, რომ პროპაგანდის მხარეს დგანან, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, როდესაც ისინი არ ერთვებიან, ვერ ერთვებიან ამ დისკუსიაში, როგორც ჩანს, შიგნით ხალხის ეშინიათ და გარეთ პატრონების - მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ნაწილზე

ნუ დავაბრალებთ, რომ პროპაგანდის მხარეს დგანან, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, როდესაც ისინი არ ერთვებიან, ვერ ერთვებიან ამ დისკუსიაში, შიგნით ხალხის ეშინიათ და გარეთ პატრონების როგორც ჩანს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ფაქტს, რომ “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვას რადიკალური ოპოზიცია არ დაესწრო.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ეს არის მარტივი გადაწყვეტა. “თუ ეს ვერსია არასწორია, ჩაერთონ და შეიძლება მოუწიოთ კიდეც მერე მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ეს არის უალტერნატივო პროექტი. როგორ არ აშავებენ ამ პროექტსაც, რას არ ცდილობენ და რას არ კადრულობენ. ისინი ცდილობენ თან გაერიდონ, თან გააშავონ, თან რაღაც სხვა სახელები დაარქვან ამ კანონსაც, კონსტიტუციურ კანონსაც და კონსტიტუციაში ცვლილებებსაც, მაგრამ რეალურად ეს არის ცვლილება, რომელიც თანამედროვე ფსევდოლიბერალური ტრენდების დამკვიდრების წინააღმდეგ და კიდევ უფრო მეტად, არის ოჯახური ღირებულებების დაცვის და არასრულწლოვანების ინტერესების დაცვის პროექტი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები