"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ფიქრობს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგე საპროტესტო ტალღამ ხელისუფლებას აჩვენა, რომ საზოგადოება ამ კანონის წინააღმდეგაა და 29 აპრილს აქციის დაანონსება სწორედ ამაზე მიანიშნებს.
"ამ პროტესტმა "ქართულ ოცნებას" აჩვენა, რომ საზოგადოება არის რუსული კანონის წინააღმდეგ და ზუსტად ამ აღელვების ერთ-ერთი ნიშანია ის შეკრება, რომელიც დააანონსეს. ახლა ცდილობენ, რომ რაღაცნაირად თავი მოიყოჩაღონ და, პირველ რიგში, თავის ამომრჩეველს უთხრან, რომ ყველაფერი კარგადაა,"- აცხადებს საბა ბუაძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს.