ბრიუსელში ბიუროკრატები ომის მომხრეები არიან და ევროპელ ხალხს მშვიდობის მომხრე ევროპა სურს,_ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა განაცხადა. უნგრეთის პრემიერის თქმით, ევროპის ლიდერები უკვე ჩაფლული არიან ომში, - დასავლეთის მიერ უკრაინაში ჯარების გაგზავნას კი ერთი ნაბიჯი აშორებს.
ორბანის განცხადებით, ევროპის ლიდერები ამ ომს საკუთარ ომად აღიქვამენ. - “ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ გვინდა ომი და არ გვინდა, რომ უნგრეთი კვლავ იქცეს დიდი სახელმწიფოების სათამაშოდ. ამიტომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მშვიდობას - წინ, ბრიუსელში, ვაშინგტონში, გაეროსა და ნატოში" - აცხადებს უნგრეთის პრემიერი.
"ბრიუსელში ბიუროკრატები ომის მომხრეები არიან. ჩვენ მშვიდობის მომხრე ვართ, ისევე როგორც ევროპელი ხალხი. ჩვენ გვინდა მშვიდობის მომხრე უმრავლესობა ევროპაში. ვხედავთ რომ ბევრი კითხვა და პრობლემაა ევროპის კონტინენტზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ომია. აქედან გამომდინარე არსებობს ორი გზა. ევროპა ომის მომხრე იქნება თუ მშვიდობის ?“ - აცხადებს ორბანი.