საქართველო მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
"საქართველო დაინტერესებულია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფით და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს ორ მეზობელს შორის მშვიდობისა და ნდობის აღდგენის პროცესში", – აღნიშნულია განცხადებაში.