16 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
"ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან" - ჯოზეფ ბორელი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა. საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია განიხილა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებასაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.

"ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრები გამოთქვამენ შეშფოთებას საქართველოში არსებული გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის შესახებ კანონზე. საქართველოს მთავრობის ვალდებულება იყო, უკან წაეღო კანონპროექტი და აღარ წარედგინა იგი. ეს არ შესრულებულა. კომისარმა ვარჰეიმ და მე, გასულ კვირას გავავრცელეთ განცხადება, სადაც აღვნიშნეთ, რომ ეს კანონი შეუთავსებელია გაეროს ღირებულებებთან. ვიმეორებ, ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ამ შემთხვევის შესახებ კომისიას მოუწევს ზეპირი ანგარიშის წარდგენა - ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის ფაქტი, რომ ეს კანონი კვლავ წარედგინა პარლამენტს," - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

დღის ამბები