16 ნოემბერი 2024,   09:06
ვრცლად
როცა ხელისუფლებას აქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და 10-15%-იანი სუბიექტები საუბრობენ ხალხის სახელით, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია 29 აპრილის ღონისძიება - პრემიერი

"ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი ჩვენ მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში. უფრო მეტიც - მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი გაიზარდა და დღეს აჭარბებს 60%-ს. მარტში ჩვენ გვქონდა 60%-ზე მეტი რეიტინგი და ამ კანონის ინიციირების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ეს რეიტინგი გაიზრდებოდა,"- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისივე განცხადებით, სწორედ ამისთვისაა მნიშვნელოვანი 29 აპრილის საყოველთაო სახალხო შეკრება.

"ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი საუბრობს ქართველი ხალხის სახელით და, არსებითად, ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურად არიან გაკოტრებულები და რომლებსაც არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა. მაგალითად, თქვენ იცით, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომლის რეიტინგი არის რადიკალურად შემცირებული, დღეს საუბრობს ქართველი ხალხის სახელით. ასევე, "ენჯეოები" საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციებს აქვთ რეკორდულად მცირე ნდობა ქართულ საზოგადოებაში. სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, რომელიც პოლიტიკურად მთლიანად დისკრედიტირებულია ქართველი ხალხის თვალში.

ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი ჩვენ მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში. უფრო მეტიც - მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი გაიზარდა და დღეს აჭარბებს 60%-ს. მარტში ჩვენ გვქონდა 60%-ზე მეტი რეიტინგი და ამ კანონის ინიციირების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ეს რეიტინგი გაიზრდებოდა. უახლოეს მომავალში, გაიზომება ახალი რეიტინგი.

როდესაც ხელისუფლებას აქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და 10-15%-იანი სუბიექტები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, ამ დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება, რომლებიც მოგვიწოდებდნენ გვეჩვენებინა, თუ სად დგას სინამდვილეში ხალხი. ხალხი დგას ხელისუფლების მხარეს. ქართული საზოგადოება მხარს უჭერს იმ კანონს, რომელიც ინიციირებულია. ქართული საზოგადოება მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანუ ინფორმაციის მიღებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან და რისთვის ფინანსდება.
შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია 29 აპრილს გასამართი ღონისძიება და მოვუწოდებთ ყველას, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ შეკრებაში,"- აცხადებს პრემიერი.

დღის ამბები