16 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
როცა გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი კითხვაზე - რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის - მამუკა მდინარაძე

ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს მმართველი გუნდი აფასებს. "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია, რატომ შეიძლება გამჭვირვალობამ ქვეყანა ევროკავშირს დააშოროს. მათი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით ვერ მოისმინეს ვერცერთი არგუმენტი:

"გამჭვირვალობა, თუკი მეტი ინტერესი არ არის და არის მხოლოდ რეესტრში მოხვედრა და ამ რეესტრში მოხვედრილი ორგანიზაციების დეკლარაციების შევსება და გამჭვირვალობა, რატომ აფერხებს? ამ კითხვაზე ამდენი კვირაა ვიხვეწებით და პასუხი ვერ მივიღეთ. როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი კითხვაზე - რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის და ა.შ. ამაზე პასუხი არ არსებობს. ჩემი ვალდებულებაა ქართველი ხალხის წინაშე, რომ მოვიქცე სხვანაირად, ისევ დავაინიცირო კანონი და ისევ მივცე მსვლელობა ამ საკითხს,"- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები