პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აქციების დროს რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტების მიმართ დაფიქსირებულ შეურაცხმყოფელ ქმედებებს გამოეხმაურა. თემაზე პრემიერმა მედიასთან ისაუბრა და ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მედიის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მან რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ "კანონიერ მფლობელს წაართვა" ტელევიზია.
"თქვენ გახსოვთ, დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი. რა გააკეთეს ჯერ "რუსთავი 2"-თან მიმართებით, როცა კანონიერ მფლობელს წაართვეს ეს ტელევიზია. მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდნენ და ნაცმოძრაობამ მიისაკუთრა საზოგადოებრივი მაუწყებელიც და ბოლოს კულმინაცია იყო "იმედში" პირდაპირ სპეცრაზმით შეჭრა და დარბევა და "იმედის" მოროდიორულად მისაკუთრება მისი კანონიერი მფლობელებისგან. ეს იყო მათი დამოკიდებულება დამოუკიდებელი მედიის მიმართ და ეს დამოკიდებულება გრძელდება. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება. ეს არის ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიის მიმართ, მედიის თავისუფლების მიმართ. სამწუხაროა, რომ ეს დამოკიდებულება აისახა რიგითი "ნაციონალების" ქმედებებზეც შეკრებების დროს, ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდების, როდესაც ეს ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები, სინამდვილეში დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული კონკრეტული ახალგაზრდები თავს ესხმოდნენ "იმედს" და სხვა ტელევიზიებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.